06:32 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 09:08:53, 935 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები

თურქეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 22 ადამიანი.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დუზჯეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ დედაქალაქ ანკარაში, სტამბოლში, იზმირში და სხვა პროვინციებშიც იგრძნობოდა.

როგორც ქვეყნის გეოლოგიური სამსახური იტყობინება, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს 18 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.

დუზჯეში მიწისქვეშა ბიძგები 1999 წელსაც მოხდა, მაშინ 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწიძვრას 845 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics