16:26 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 10:16:14, 1254 ნახვა

სამართალი
რუსთავში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქალაქ რუსთავში, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საქმიან ეზოში ჰქონდა მოწყობილი. თბილისის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის და ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, სახერხი საამქრო და სხვადასხვა ლოკაციაზე დასაწყობებული  დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქეს.

სახერხი საამქროს ტერიტორიიდან და ეზოში გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, ჯამში, ამოღებულია მუხისა და წიფლის სახეობის   6 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), 15,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 18 კუბური მეტრი მოცულობის ე.წ.  გარბილი.  

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.   

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
GASOLINE - Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან - საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics