12:30 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 09:20:34, 1516 ნახვა

ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - პუტინი უკვე ჯადოქრებსა და ასტროლოგებს ეყრდნობა, ეს ჰიტლერის ბოლო დღეებს მაგონებს

რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი სულ უფრო მეტად ეყრდნობა არა საკუთარ არმიას, არამედ შამანებს, ექსტრასენსებსა და ასტროლოგებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასასრულის წინასწარმეტყველება არღვევს ფსიქიკას, რაც მისივე თქმით, ადოლფ ჰიტლერის შემთხვევაში მოხდა და ვლადიმერ პუტინთან განმეორდება. 

"ასტროლოგების, შავი ჯადოქრების და ექსტრასენსების პოზიციების გაძლიერება პუტინის დაცვაში რაციონალური პოლიტიკის არასტაბილურობაზე მოწმობს. რუს მეფეებს არ ეპატიებათ წაგებული ომები. დასასრულის წინასწარმეტყველება არღვევს ფსიქიკას და საჭიროებს იმედს. რადგან სამხედროებს არ შეუძლიათ გაცემა. ასეთი იმედი შამანებს, ასტროლოგებსა და ოკულტისტებს შორის უნდა ეძებო. ასე იყო როგორც ადოლფ ჰიტლერში, ისე ვლადიმერ პუტინთან. მხოლოდ ეს არ დაეხმარება მას, როგორც წინამორბედს", - თქვა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩმა ასევე დასძინა, რომ პუტინს მისტიკის იმედი აქვს და ასტროლოგებისა და ჯადოქრების გავლენის გაზრდა პუტინის დაცვაში ნიშნავს შიდა დაძაბულობის ზრდას რუსეთში.

"სუროვიკინის არმიამ არ იმუშავა, სასწაული იარაღი - ირანული დრონები - არ იმუშავაა. ახლა ასტროლოგების ეტაპია. ეს კარგია. ეს მახსენებს ბოლო თვეებში მისი წინამორბედს (ჰიტლერი) ბუნკერში",- განაცხადა არესტოვიჩმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
მეუფე ზენონი - ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics