|
2022-11-18 18:21:15, 1386 ნახვა
საზოგადოება
ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში რატი ბრეგაძემ და პორტუგალიის სახელმწიფო მდივანმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს
რატი ბრეგაძე პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივან მარიო კამპოლარგოს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის საკითხი. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საშუალებით სახელმწიფო სერვისების მიწოდების და მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზაცია ქართული მხარის ერთ-ერთი პრიორიტეტია; პარტნიორ ქვეყნებთან დარგობრივი თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება კი, ხელს შეუწყობს ელექტრონული მმართველობის განვითარებას ორივე ქვეყანაში. მინისტრმა მობილური აპლიკაცია JustApp-ის ამოქმედებაზეც ისაუბრა, რომლის საშუალებითაც ყველა სახელმწიფო სერვისი ონლაინ რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებაზეც ისაუბრეს. რატი ბრეგაძემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის გამო პორტუგალიურ მხარეს მადლობა გადაუხადა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პორტუგალიის პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება ევროკავშირში გაწევრების ყველა ეტაპზე. შეხვედრა ლუქსემბურგში მიმდინარე გლობალური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)