|
2022-11-18 14:23:07, 1278 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძემ ბულგარელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
ბულგარეთის დედაქალაქში გამართული სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს შეხვდა. ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან დიმიტარ სტოიანოვთან ორმხრივ შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო მიმოიხილა და კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება ერთიანი დასავლური პოლიტიკის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს შეინარჩუნოს მშვიდობა, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი, ამავე დროს კი, აქტიურად მუშაობს თავდაცვისუნარიანობის, მედეგობისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. მხარეებმა ნატო-ს მადრიდის სამიტის შედეგებსა და ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზეც იმსჯელეს, სადაც სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება შავ ზღვასა და მოკავშირეების ვალდებულებას, გააძლიერონ ერთობლივი ძალისხმევა. „ორმხრივ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ბულგარელი დამკვრივებლების ჩართულობაზე, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში ბულგარელი ექსპერტების მონაწილეობაზე. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს სანდო და ერთგული პარტნიორია. ამ კუთხით ჯუანშერ ბურჭულაძემ მზადყოფნა გამოთქვა, კიდევ უფრო გააქტიუროს მუშაობა ბულგარეთის რესპუბლიკასთან, რათა თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდეს, რაც ევროპაში ახალი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)