|
2022-11-18 11:10:35, 1248 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, თომას მიულმანს შეხვდა
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის სატყეო სექტორის რეფორმირების პროცესში ავსტრიის მთავრობის განსაკუთრებული წვლილის მნიშვნელობის საკითხი. „სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სატყეო სექტორის რეფორმირებაა; შესაბამისად, უწყების მიზანს სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს. მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენ ახლახან დავასრულეთ ტყის ეროვნული აღრიცხვის პროცესი. ვფიქრობ, სატყეო სექტორის რეფორმის ეფექტიანი განხორციელებით, შევძლებთ ევროკავშირთან მნიშვნელოვან დაახლოებას“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ. თომას მიულმანმა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და საქართველოსთან, როგორც საიმედო პარტნიორ ქვეყანასთან სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)