|
2022-11-17 16:03:03, 918 ნახვა
საზოგადოება
ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში თელავში მულტისექტორული ადგილობრივი საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, თელავში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, მულტისექტორული ადგილობრივი საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, რომელსაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გახსნეს. პროკურორებმა, შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ, პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ღონისძიებაზე, სახელმწიფო სამსახურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და ის სერვისები განიხილეს, რასაც ოჯახური დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს, მათი საჭიროებების გათვალისწინებით სთავაზობენ. ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს" აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)