|
2022-11-17 15:22:14, 1187 ნახვა
მსოფლიო
ირანში, საპროტესტო აქციაზე სროლას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა
ირანში უსაფრთხოების ძალების მიერ ცეცხლის გახსნას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გუშინ ირანში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელსაც უსაფრთხოების ძალებსა და მომიტინგეებს შორის მორიგი დაპირისპირება მოჰყვა. გარდაცვლილთა შორის არიან უშიშროების ძალების თანამშრომლები და 9 წლის ბიჭი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებuლების შესახებაც, თუმცა ჯერჯერობით უნცობია ზუსტი რიცხვი. როგორც გამოცემა წერს, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები პროტესტის მონაწილეების მკვლელობაში ბრალს ტერორისტებს სდებდნენ. როგორც ისინი ამტკიცებდნენ, ირანის ქალაქ იზეს სამხრეთ ნაწილში სავაჭრო ცენტრთან შვიდი ადამიანი მოტოციკლისტმა ტერორისტებმა მოკლეს. საპირისპიროს ამბობენ თავად მომიტინგეები. მათი ინფორმაციით, დემონსტრანტები პროსამთავრობო შეიარაღებული ორგანიზაცია "ბასიჯის" წევრებმა მოკლეს. მათ შორის იყო 9 წლის ბავშვიც, რომელიც მამის მანქანაში იჯდა. შეტაკებას შეეწირა "ბასიჯის" ორი წევრი, ათი კი დაშავდა. "კიდევ ხუთი ადამიანი შეეწირა სროლას ისპაჰანის რაიონში, მათ შორის არიან უსაფრთხოების ძალებიც. ქურთისტანიდან გავრცელებულმა ამ შეტყობინებებმა დაღუპულთა საერთო რაოდენობა 15-მდე გაზარდა,"- წერს Guardian-ი. ცნობისთვის, ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბრის შუა რიცხვებში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რომელიც თეირანში "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა და ის რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციის მტკიცებით, გოგონა სადგურზე ცუდად გახდა, საიდანაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. ამასთან, ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა. შეუჩერებელ აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყნის ასამდე ქალაქში იმართება, ოქტომბრის ბოლოსთვის, მხოლოდ თეირანში ბრალი 315 ადამიანს წაუყენეს. მათ ბრალი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებაში, ხელისუფლების წინააღმდეგ პროპაგანდასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედებათ. გარდა ამისა, უფლებადამცველებმა ასევე დემონსტრანტების გატაცებისა და მათ ნათესავებზე ზეწოლის შესახებ განაცხადეს. ზოგიერთ "აჯანყებულს", სხვა ბრალდებებთან ერთად, ბრალად ედება უკანონო იარაღის ტარება, სამართალდამცავების დაჭრა, საზოგადოებრივი და სამთავრობო ქონების განადგურება და ქვეყნის უსაფრთხოებისა და ისლამური სისტემის დაპირისპირების მიზნით ცეცხლის წაკიდება. გარდა ამისა, თეირანის სასამართლომ მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეებს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)