20:43 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 13:17:45, 646 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - ვალის მართვის მთავარ ამოცანას ვალის საგარეო რისკების შემცირება წარმოადგენს

2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა იმ არგუმენტებზე, თუ რატომ იღებს მთავრობა ვალს შიდა ბაზარზე და როგორია პოლიტიკა ამ მიმართულებით. 

„ოპონენტებისგან და ექსპერტებისგან ხშირად მომისმენია, რომ მათთვის გაუგებარია, თუ რატომ ვამბობთ უარს „იაფ" საგარეო სესხებზე და ვიღებთ „ძვირ" საშინაო ვალს. მას შემდეგ, რაც ვალის დონე აღვადგინეთ უსაფრთხო დონეზე, ვალის მართვის მთავარ ამოცანად ვალის საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირება წარმოადგენს. შექმნილი გლობალური და ადგილობრივი მაკროეკონომიკური ტენდენციები საკმაოდ ხელსაყრელია ამ ამოცანის შესასრულებლად. კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ხოლო ლარში საპროცენტო განაკვეთები იკლებს, რაც ბოლო პერიოდში გამართული აუქციონის შედეგებიდანაც ჩანს. ისტორიულად, უცხოურ ვალუტაში სესხება, ერთი შეხედვით, უფრო იაფი ჩანს  დაბალი ნომინალური პროცენტის გამო, თუმცა ამ სესხებას ყოველთვის თან ახლდა სავალუტო რისკი, რაც საშუალოდ, პანდემიამდე ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 6 პროცენტს შეადგენდა", - აღნიშნა მან.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ახლა უცხოურ ვალუტაში ნომინალური საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად იმატებს.

„ადრე თუ საშუალოდ ეს მაჩვენებელი 1,6 პროცენტს შეადგენდა, 2023 წლისათვის 4-5 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო სავალუტო რისკი, შექმნილი რისკების ფონზე, მინიმუმ იგივე დონეზე იქნება შენარჩუნებული.  შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში, თუნდაც დონორების დაფინანსება, სავალუტო რისკების გათვალისწინებით, უკვე აღემატება ლარში საპროცენტო განაკვეთებს", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება ლარში დაფინანსებაზე, რაც ხარჯის გარდა, ხელს შეუწყობს ვალის პორტფელის დივერსიფიცირებას, სავალუტო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირებას, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას, საშუალოვადიან პერიოდში ვალის მომსახურების ხარჯების შემცირებას.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ღაზას ჯანდაცვა - გასულ დღეს ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 71 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც
მილერი - მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება მოქალაქეების უმრავლესობის სურვილს
მელია - რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით
„ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics