07:28 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 15:31:36, 1156 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი პოლონეთში აფეთქებაზე - G20-ს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ გაგზავნოს მკაფიო გზავნილი და აიცილოს ესკალაცია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ G20-ის სამიტის პასუხისმგებლობაა, რომ პოლონეთში მომხდარი სარაკეტო ინციდენტის გამო, „ძალიან მკაფიო გზავნილი გაგზავნოს  ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“.

მაკრონმა კომენტარი გააკეთა მომხდარი აფეთქების გამოძიების აუცილებლობაზეც და დასძინა, რომ არსებული ვითარება აჩვენებს "სიტუაციის უკიდურეს სენსიტიურობას" უკრაინის გარშემო.

"გლობალურ ლიდერებს აქვთ როლი გააგზავნონ ძალიან მკაფიო გზავნილი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით… მშვიდობის დასაცავად და გაყოფის, სამყაროს დაყოფის თავიდან ასაცილებლად“, განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს სამიტზე.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.

პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics