|
2022-11-16 12:43:39, 754 ნახვა
საზოგადოება
ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 169-ით მეტი ბრუნი განახორციელა
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 169-ით მეტი ბრუნი განახორციელა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისში არსებული პრობლემური სატრანსპორტო კვანძების სრულად მოწესრიგება ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძესა და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს დაავალა. კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება შესაძლებელს გახდის, ბოლო პერიოდში პრობლემადქცეული დაგეგმილი ბრუნები განხორციელდეს და მგზავრების სრულად გადაყვანა მოხდეს. „რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს შუქნიშნების მოწესრიგება, ე.წ. კალიბრაცია, რომ ავტომობილების ნაკადების გატარება ყველა მიმართულებით, დროულად მოხდეს. მსგავსი პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვანი კომპონენტია ტრანსპორტი. ჩვენი პრიორიტეტია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს კომფორტული და ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ახლახან გახსნილ ქეთევან დედოფლის გამზირზე ამოქმედდა სატრანსპორტო დერეფანი, სადაც 11 მარშრუტზე მოძრავ ტრანსპორტს დღის განმავლობაში, 30 000 მგზავრი გადაჰყავს. 11 ნოემბერს, თბილისში მოძრავმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, ჯამში, ვერ განახორციელა დაგეგმილი 1 477 ბრუნი. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რადგან დაგვიანების გამო, გაჩერებებზე თავს იყრის გაცილებით მეტი ადამიანი. მას შემდეგ, რაც ქეთევან დედოფლის გამზირი გაიხსნა, გუშინდელი მონაცემით, ჩავარდნილი ბრუნების რაოდენობა 1 477-დან ჩამოვიდა 1 308-ზე, ანუ 169-ით მეტი ბრუნი განხორციელდა. აქვე მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, ეს კონკრეტული პრობლემური კვანძები, რომელიც განსაზღვრული გვაქვს, რაც შეიძლება სწრაფად მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ბევრ კრიტიკას ვისმენთ ამ დაგვიანებებზე. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ვართ სატრანსპორტო რეფორმის გარდამავალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. ყველაფერს ვახორციელებთ თანმიმდევრულად, ეტაპობრივად. 2017 წლიდან განვაახლეთ ავტოპარკი, მიკროავტობუსები, ვაწესრიგებთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, შევქმენით ზოლები. აღნიშნული სამუშაოების პროცესში, რა თქმა უნდა, არსებობს დისკომფორტი, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია. სამუშაოებს ვატარებთ და ჩავატარებთ ისე, რომ განხორციელებულმა პროექტებმა ათეულ წლებს გაუძლოს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)