14:10 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 11:56:54, 1653 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთს ვთავაზობთ მხარდაჭერას და დახმარებას მიმდინარე გამოძიებაში - NATO-ს და G7-ის განცხადება

NATO-ს და G7 ლიდერებმა საგანგებო შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პოლონეთს, ქვეყნის აღმოსავლეთში ღამით მომხდარი აფეთქების შემდეგ. 

მსოფლიო ლიდერების თქმით, ისინი გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას რათა განსაზღვრონ მომდევნო ნაბიჯები.

"ვგმობთ ბარბაროსულ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც რუსეთმა განახორციელა სამშაბათს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

ჩვენ განვიხილეთ აფეთქება, რომელიც მოხდა პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინის საზღვართან. ჩვენ ვთავაზობთ სრულ მხარდაჭერასა და დახმარებას პოლონეთის მიმდინარე გამოძიებაში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ დავრჩეთ მჭიდრო კავშირში, რათა განვსაზღვროთ შესაბამისი შემდგომი ნაბიჯები გამოძიების მიმდინარეობისას",- აღნიშნულია განცხადებაში

ცნობისთვის, 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.

პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
დაესწარი BOG-ის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics