|
2022-11-16 11:43:18, 1787 ნახვა
რეგიონი
ქედაში სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში" ღვინის ფესტივალთან ერთად აღინიშნა
ქედაში სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში" ღვინის ფესტივალთან ერთად აღინიშნა. ტრადიციულად, ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაიხსნა. ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცეს და საპატიო ქედელები დააჯილდოვეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ. გამოფენილი იყო ქედის ისტორიული ფოტოები, პუბლიკაციები, ეთნოგრაფიული, სამუზეუმო ექსპონანტები. ასევე, ქსოვის, რეწვის, ხეზე კვეთის, ფოლკლორული ნიმუშები. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ ჭიბონისა და ჯარას დამზადების, ხეზე კვეთის, თამბაქოს ჭრის, კალათებისა და ბადის ქსოვის მასტერკლასებს, ასევე მონაწილეობა მიეღოთ ღვინის დაწურვისა და არაყის გამოხდის იმიტაციებში. სადემონსტრაციოდ გამოიფინა მუნიციპალიტეტში არსებული ღვინის მარნების პროდუქცია, რაც მიზნად ისახავდა ქედაში შემორჩენილი უნიკალური ვაზის ჯიშების წარმოჩენას, პოპულარიზაციას. გამოვლინდა 22 ,,საუკეთესო მეღვინე", რომლებიც სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა. მოწყობილი იყო ნატოს საინფორმაციო ცენტრის, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების და წითელი ჯვრის კუთხეები. ღონისძიებას მუსიკალურად ქედის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები, მოწვეული ბენდები ,,გოგლაურა" და ,,სისაიდი" აფორმებდნენ. ,,შემოდგომა ქედაში" არის დღე სტუმართმასპინძლობის, ძირძველი ტრადიციების წარმოჩენის, მეგობრობისა და სიყვარულის. შესაბამისად, წელსაც ხალხმრავლობით გამოირჩევა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)