|
2022-11-15 10:59:56, 1646 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ G20-ის სამიტზე უკრაინის მშვიდობის ფორმულა წარადგინა - რას მოიცავს 10 პუნქტი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ G20-ის მონაწილეებს, რუსეთთან მშვიდობის მისაღწევად, უკრაინის წინადადებები წარუდგინდა, რომელიც 10 პუნქტს მოიცავს. ზელენსკის თქმით, არსებობს გადაწყვეტილებების კომპლექტი - და მას სურს, რომ ამაზე საუბარი იყოს საჯარო და არა გასაიდუმლოებული. "მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე - როგორ მივაღწიოთ რეალურად მას. და არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა თქვენგანისთვის, თქვენი მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის. თქვენ არ უნდა შესთავაზოთ უკრაინას კომპრომისები სინდისით, სუვერენიტეტით, ტერიტორიით და დამოუკიდებლობით. ჩვენ პატივს ვცემთ წესებს და ჩვენ ჩვენი სიტყვის ხალხი ვართ. უკრაინა ყოველთვის იყო ლიდერი სამშვიდობო ძალისხმევით და ეს მსოფლიომ დაინახა. თუ რუსეთი იტყვის, რომ თითქოსდა ამ ომის დასრულება უნდა, დაე, საქმით დაამტკიცოს. აშკარაა, რომ რუსეთის სიტყვების ნდობა არ შეიძლება და არ იქნება „მინსკ-3“, რომელსაც რუსეთი დასკვნისთანავე დაარღვევს. ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს დაელოდოს, გააძლიეროს თავისი ძალები და შემდეგ დაიწყოს ტერორისა და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერია. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ახლა აუცილებელია და შესაძლებელია შეწყდეს რუსული დესტრუქციული ომი“. უკრაინის წინადადებები მოიცავს შემდეგს:
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკვე არსებობს მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივის პოზიტიური გამოცდილება, რომელშიც ერთის მხრივ უკრაინა, თურქეთი და გაერო არიან ჩართულები, ხოლო მეორეს მხრივ რუსეთი, თურქეთი და გაერო. მისი აზრით, თითოეული მითითებული პუნქტის განხორციელებამ შეიძლება ანალოგიურად იმუშაოს, სადაც მხარეები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფოები, რომლებიც მზად არიან აიღონ ლიდერობა ამა თუ იმ გადაწყვეტილებაში. სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ მას G19 უწოდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი უნდა გამოირიცხოს.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)