|
2022-11-15 09:27:16, 1322 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“: Google Pay საქართველოშია და ჩვენი მომხმარებლისთვის ის უკვე ხელმისაწვდომია
„საქართველოს ბანკი“, როგორც ინოვაციური ბანკი, ამ მიმართულებით სიახლეების დანერგვას მუდმივ რეჟიმში განაგრძობს. კომპანია Google-ის საგადახდო აპლიკაცია - Google საფულე (Google Wallet) საქართველოში შემოვიდა. Google Pay-ს უკონტაქტო გადახდების სისტემა უკვე ხელმისაწვდომია „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლისთვის. დღეიდან მათ, ვისაც Android-ის ტელეფონი აქვს, (Android lollipop 5.0 ან მასზე მაღალი მხარდაჭერით) ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ საგადახდო სისტემით და სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ, ტელეფონის პოსტერმინალზე ერთი დადებით განახორციელონ გადახდები. Google Pay-ს მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია Visa, Mastercard და American Express- ბარათით გადაიხადოს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალით და ონლაინ ვაჭრობისას. ასევე, გაანაღდოს თანხა ბანკომატით Visa ან Mastercard-ის საშუალებით. Google საფულის (Google Wallet) საგადახდო აპლიკაციაში ბარათის დამატება ძალიან მარტივია. მომხმარებელი მობილბანკში ავტორიზაციის გავლის შემდეგ Google საფულეში მისთვის სასურველი საბანკო ბარათის Visa, Mastercard თუ American Express მონაცემების შენახვა/დამახსოვრებას ახდენს, რომლის შემდეგაც ავტომატურად ეხსნება Google საფულე და მასში ასევე ავტომატურად აისახება საბანკო ბარათის მონაცემები; უნდა აღინიშნოს, რომ Google Pay-ს გამოყენება გადახდებს კიდევ უფრო დაცულს ხდის. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც მომხმარებელი ახორციელებს გადახდებს Google Wallet-ში არჩეული ბარათის მეშვეობით, ტრანზაქციები ვირტუალური ბარათის (ე.წ.ტოკენის) ნომრის გამოყენებით ხორციელდება. ეს გახლავთ უსაფრთხოების დინამიური კოდი, რომელიც ყოველ ტრანზაქციასთან ერთად იცვლება, რაც უსაფრთხოების დამატებით გარანტიას წარმოადგენს. Google საფულის დასაყენებლად აუცილებელია ძლიერი ავთენტიფიკაციის გავლა. მისი გამოყენება კი უსაფრთხოა. „ჩვენთვის როგორც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკისთვის, მნიშვნელოვანია დროულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივად ცვალებად ინტერესებსა და საჭიროებებს რათა მათ ახალი, ტექნოლოგიური გადაწყვეტები შევთავაზოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „საქართველოს ბანკის“ მიერ Google Pay -ის ინოვაციური გადახდების დანერგვაც. გადახდის ეს კომფორტული, სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო საშუალება ამ დრომდე არ იყო ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, „საქართველოს ბანკმა“ იმ მომხმარებლისთვის, რომელიც Android-ს იყენებდა, შექმნა Tskapp აპლიკაცია, რომელსაც ახლა უკვე სრულად ჩაანაცვლებს Google Pay. Google-ის საგადახდო აპლიკაცია 45-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. მოხარული ვარ, რომ დღეიდან ამ სიას საქართველოც შეემატა“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. „Google Pay მომხმარებლებს 45-ზე მეტ ქვეყანაში სთავაზობს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გადახდებს საკუთარი Android-ით ან Wear OS მოწყობილობით“, - განაცხადა ჯენი ჩენგმა, Google Wallet-ის ვიცე-პრემიერმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. „მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად დაამატონ სადებეტო და საკრედიტო ბარათები Google Wallet-ის აპში და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი ფინანსური ინფორმაცია დაცულია, გადახდები კი, რომელსაც ისინი ონლაინ ან ტრანსპორტით მგზავრობისას განახორციებელენ, სრულიად უსაფრთხო“. Google Pay-ით სარგებლობისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://go.bog.ge/3tytNnL
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)