|
2022-11-11 14:54:49, 1563 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა 100 წლის ეკატერინე ბადადგულოვას საიუბილეო თარიღი მიულოცა
დედაქალაქის მერმა იუბილარს ჯანმრთელობა უსურვა და მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისთვის. „მინდა, მოგილოცოთ 100 წლის იუბილე, რომლის უკან დგას თავდაუზოგავი შრომა. ალბათ იყო სირთულეებიც, მაგრამ არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შრომას მოაქვს შედეგი. ეს შედეგი კი თქვენ მიერ აღზრდილი არაერთი თაობაა, რომელთა ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ეკატერინე ბადადგულოვამ თბილისის N118 სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად 50 წელი იმუშავა და დღემდე, 100 წლის ასაკში შვილთაშვილის განათლებაზე ზრუნავს. როგორც მან თბილისის მერთან საუბრისას განაცხადა, ზარმაცი მოსწავლე არ არსებობს და ყველა ბავშვს აქვს განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობა - მთავარია, პედაგოგმა მასში ეს პოტენციალი დაინახოს. „მადლობას გიხდით ჩემი დაფასებისთვის, დღეს აქ სტუმრობისთვის. ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო მხოლოდ ერთია - უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, ადამიანები და საქმე, რომელსაც ემსახურები. ყველას დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ“, - განაცხადა ეკატერინე ბადადგულოვამ. დედაქალაქის მერთან ერთად, 100 წლის იუბილართან სტუმრად თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)