|
2022-11-11 12:37:54, 1068 ნახვა
საზოგადოება
თამილა ბარკალაიამ, სეულში, „დაბალი შობადობის და მოსახლეობის დაბერების“ შესახებ გლობალურ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, კორეაში, „დაბალი შობადობის და მოსახლეობის დაბერების“ შესახებ მე-6 გლობალურ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მიზანი მსოფლიოში არსებული დემოგრაფიული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვაა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსახლეობის დაბერების თემაზე პანელურ დისკუსიის ერთ-ერთი სპიკერი თამილა ბარკალაია იყო. მინისტრის მოადგილემ, საქართველოში, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა. „მოსახლეობის დაბერების საკითხს ახლავს ისეთი გამოწვევები, როგორიც არის მაგალითად, ზრუნვის სერვისებისადმი მისაწვდომობის უზრუნველყოფა. თუმცა, ხანდაზმულთა მზარდი რაოდენობა, შესაძლოა, გახდეს შესაძლებლობაც, თუ ხელს შევუწყობთ აქტიურ და ჯანმრთელ დაბერებას, ხანდაზმულთა მონაწილეობას ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. დაბერების სწორი პოლიტიკის განსახორციელებლად, მთავრობა ეროვნულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს“, - განაცხადა თამილა ბარკალაიამ. სიმპოზიუმი, სეულში, გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და კორეის რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით გაიმართა. 3-დღიან ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები, მინისტრები, პოლიტიკის შემქმნელები, გაეროს, აკადემიური წრეებისა და და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დელეგატებმა დემოგრაფიულ პოლიტიკაზე, ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე, რეპროდუქციული უფლებებისა და არჩევანის შესახებ იმსჯელეს. გაიმართა თემატური პრეზენტაციები, სესიები და მოეწყო პანელური დისკუსიები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)