05:11 - 10 Oct, 2026
|
2022-11-11 11:57:40, 1095 ნახვა
საზოგადოება
ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნების სამსახურმა ახლად რეაბილიტირებულ ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის დახაზვის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, უმაღლესი ხარისხის თერმო და ცივი პლასტის საღებავით გზის გამყოფი ზოლები და ველობილიკები დაიხაზება. ცივი პლასტის საღებავით გამზირზე ქვეითთა გადასასვლელების, მიმართულების აღმნიშვნელი ისრებისა და სხვა საგზაო მონიშვნების დატანა მოხდება, აკრილის საღებავით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლები დაიხაზება. დახაზვის სამუშაოები ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ყოველდღიურ რეჟიმში „თბილსერვის ჯგუფის“ 25 თანამშრომელი იმუშავებს. საგზაო მონიშვნის სამუშაოები 3 600 კვ.მ-ზე ჩატარდება. პროექტის ღირებულება 115 000 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)