|
2022-11-11 10:31:57, 1220 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტამ“, ტელემაუწყებლობის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პირველი არხის მარკა გამოსცა
10 ნოემბერს, „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საზოგადოებრივი მაუწყებელის მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს პირველი ტელევიზიის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკის „პირველი ტელემაუწყებლობა საქართველოში“ პრეზენტაცია. ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა. პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს პირველი ტელესახეები. ღონისძიება გაიმართა საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში. მარკა, რომელზეც გამოსახულია სატელევიზიო ანძა, მიმოქცევაშია 2022 წლის სექტემბრიდან და ხელმისაწვდომია „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე პირველი მაუწყებლის მარკით არის შესაძლებელი. მარკის ესკიზზე „საქართველოს ფოსტამ“ და პირველმა არხმა ერთობლივად იმუშავეს. მარკის ავტორები არიან შორენა ხომერიკი და გიორგი მამულაშვილი. აღსანიშნავია, რომ 1956 წლის 30 დეკემბერს, ზუსტად 65 წლის წინ, ფუნიკულიორზე, მთაწმინდის ანძასთან სადიქტორო–სამაკეტო სტუდიიდან, ქვეყნის ისტორიაში პირველი პირდაპირი ეთერი შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)