|
2022-11-10 17:43:26, 1283 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა. დასაქმების სააგენტოს ცნობით, ფორუმში 40-ზე მეტმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და 150-მდე წარმოდგენილი ვაკანსიიდან სასურველი შეერჩიათ. ფორუმს ესწრებოდნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი, პროფესიული კოლეჯის და ევროკავშირის წარმომადგენლები. ქუთაისის შემდეგ, 15 ნოემბერს, დასაქმების ფორუმი რუსთავში გაიმართება. დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ნოემბერ- დეკემბერში კიდევ 5 დასაქმების ფორუმია ჩანიშნული. 17 ნოემბერი - მარნეული. 29 ნოემბერი -თბილისი (დასაქმების ფორუმი ზამთრის კურორტებისთვის, ყაზბეგი, გუდაური, ბორჯომი, ბაკურიანი, საირმე, მესტია, გორდერძი.) 2 დეკემბერი - თბილისი, (დასაქმების ფორუმი შშმ პოირებისთვის) 9 დეკემბერი - გორი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)