|
2022-11-10 16:21:08, 1972 ნახვა
რეგიონი
ქედაში, გაეროს განვითარების პროგრამის ოფისმა „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში" პროექტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა
დღეს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს ოფისმა, ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში" (IRDG) პროექტის ფარგლებში საბოლოო შეფასებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო კონსულტანტი კრისტიან ბუნიონი ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილეს იმედა ვასაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან ცინცაძეს და საფინანსო სამსახურის უფროსს ჯემალ ტაკიძეს შეხვდა. შეფასების მიზანია პროექტის მიმდინარეობის, შედეგების, გამოწვევების, მიღებული გამოცდილების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება პროექტის შემდეგი ფაზის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები ასევე, ისაუბრეს პროექტის წარმატებებზე და გამოწვევებზე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)