|
2022-11-10 10:48:16, 1202 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო მასალების საწარმო დაათვალიერა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო სახარჯი მასალის მწარმოებელი კომპანია „დოქტორ გუდსი" დაათვალიერა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „დოქტორ გუდსი" პირველი ქართული საწარმოა, რომელიც საქართველოში ყველა ტიპის ქირურგიულ ნაკრებს და პერსონალური დაცვის საშუალებებს აწარმოებს. სამედიცინო საწარმოს მიღებული აქვს სამედიცინო მასალების მწარმოებლის, უმაღლესი კლასის სტანდარტის ISO13485 სერტიფიკატი და ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი CE მარკირება. მინისტრის განცხადებით, ვინაიდან სამედიცინო სექტორისთვის სახარჯი მასალების მაღალი ხარისხი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს, 2025 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისო აკრედიტაციისა და სტანდარტების დანერგვას იწყებს. "დოქტორ გუდსს" განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" - აღნიშნული პროგრამის სესხის უზრუნველყოფის კომპონენტით კომპანიამ დამატებით მოიზიდა ფინანსური რესურსი წარმოების გაფართოებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)