|
2022-11-10 10:43:11, 1935 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, "ქურდული სამყაროს" წევრობისა და „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორ პირს შორის წარმოქმნილი ფინანსური დავა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც, ხსენებულმა პირებმა „ქურდული გარჩევის" განხორციელების და მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით, „ქურდული სამყაროს" წევრებს მიმართეს. 2022 წლის ივლისსა და აგვისტოში, თბილისში და ზუგდიდის რაიონში, "ქურდული სამყაროს" წევრების მონაწილეობით შედგა "ქურდული გარჩევა", რა დროსაც საკუთარი კრიმინალური გავლენის, ძალაუფლების დამკვიდრების და გავრცელების მიზნით, "ქურდული სამყაროს" წევრებმა დაპირისპირებულ მხარეებს შორის განიხილეს დავა, რის შემდეგაც ერთ-ერთ მოდავე პირს მეორე პირისთვის „ქურდული გარჩევით" დაკისრებული თანხა გადაახდევინეს. სამართალდამცველებმა ხუთივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში დააკავეს. სამ პირს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ხუთივე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)