|
2022-11-08 16:06:36, 919 ნახვა
საზოგადოება
მერაბ ქვარაია ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მერაბ ქვარაია ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დელეგაციის წევრები საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროექტის „რძის პროდუქტების მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომა (DIMMA) ფარგლებში იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი საძოვრების მართვის მიმართულებით ყირგიზეთში გატარებული რეფორმის გამოცდილების საქართველოს მხარისთვის გაზიარება იყო. აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთში, IFAD-ის მხარდაჭერით, საძოვრების მართვის გაუმჯობესების და მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სამი პროექტი განხორციელდა. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საძოვრების მართვის რეფორმაზე, მის დადებით მხარეებსა და არსებულ გამოწვევებზე, სატარიფო პოლიტიკაზე, დაბეგვრის და საძოვრების განაწილების თავისებურებებზე ისაუბრეს. ყირგიზეთის დელეგაციაში შედიოდნენ რესპუბლიკის პარლამენტის აგრარული კომიტეტის, ფინანსთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რამდენიმე რეგიონის საძოვრების კომიტეტის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრას სააგენტოს მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა ჭიპაშვილი და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ზაქაიძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)