|
2022-11-08 14:06:07, 1022 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ტუბერკულოზი და დემენცია დაუდგინდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დემენცია და ტუბერკულოზი დაუდგინდა. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ Georgian Times-ის ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ტუბერკულოზით არ შემოსულა, თუმცა დიაგნოზი გერმანელმა ექსპერტებმა ცოტა ხნის წინ დაუსვეს. "დემენცია ერთი კი არა, ერთ-ერთია იმ ჩამონათვალიდან, რაც მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზებში აქვს. დღეს კი მას ტუბერკულოზის ჩხირი დაუდგინა. თქვენ რას ფიქრობთ, რომ სააკაშვილი საქართველოში ტუბერკულოზით შემოვიდა? მე მეეჭვება. მის ტუბერკულოზზე პასუხი 1 საათის წინ გერმანელებისგან მომივიდა. კლინიკა ვივამედამდე ის რუსთავის ციხეში, გლდანის მე-18 დაწესებულებასა და გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა, არ ვიცი, კონკრეტულად სად დაემართა. თუმცა, ეს პასუხი გერმანიიდან 1 საათის წინ ჩამოვიდა. თვითონ ეს ჯერ არც იცის, მე ამას საჯაროდ ახლა პირველად ვამბობ", - ამბობს ხაჭაპურიძე. ცნობისთვის, დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად ბრიტანეთიდან მოწვეული ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა ჩამოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)