04:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 15:34:47, 2178 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.8% შეადგინა, რაც „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინებთან შედარებით, უფრო დაბალი მაჩვენებელია. კერძოდ, შიდა მოთხოვნის წინასწარი ინდიკატორები და ასევე, რეალური ექსპორტის მატება, უფრო 10%-იან ან მეტ ზრდაზე მიუთითებდა. სრული 2022 წლისავის, „თიბისი კაპიტალის“ ბოლო - 10.2%-ის პროგნოზი, კვლავ რეალისტური ჩანს, თუმცა სავარაუდოდ უფრო ზუსტი დაახლოებით 10%-იანი ზრდის მოლოდინია.

ოქტომბრის ინფლაციის შემცირება „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზის შესაბამისი იყო. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ წლიური ინფლაცია შემცირდა, სექტემბერში 11.5%-დან ოქტომბერში 10.6%-მდე, არამედ ყოველთვიური ინფლაცია სეზონური ფაქტორების გამორიცხვით პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულზე განისაზღვრა. თუმცა, საბაზო და მომსახურების ინფლაციის მხრივ ნორმალიზება ჯერ კიდევ მოსალოდნელია. მთლიანობაში, „თიბისი კაპიტალის“ ბოლო პროგნოზი 2022 წლის ბოლოსათვის, რომელიც 9.4%-ს შეადგენს, შესაძლოა მცირედით კონსერვატიული იყოს.

ლარის კურსის მხრივ, როგორც ეს „თიბისი კაპიტალის“ ადრინდელ მიმოხილვებშია განხილული, გამყარების ზეწოლა საკმაოდ ლოგიკურია. როგორც ჩანს, სავალუტო ბაზრის მონაწილეთა უმეტესობა ახლა უკვე ფიქრობს, რომ ლარის სეზონურ გაუფასურებას აღარ ექნება ადგილი, განსხვავებით რამდენიმე თვით ადრე არსებული განწყობებისა.

გაეცანით „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციას ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics