|
2022-11-07 14:13:44, 3636 ნახვა
საზოგადოება
თამილა ბარკალაია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლობას შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელობას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სოციალური დაცვის სისტემის, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაუმჯობესების შესახებ ისაუბრეს. "საუბარი შეეხო ასევე საქართველოს სხვა სექტორებში მიღწეულ პროგრესს, ისეთ სფეროებს როგორიცაა სხვა სოციალური დახმარების მექანიზმები, დასაქმება და აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკა, ასევე გენდერული თანასწორობა შრომის ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შუა აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა რეგიონში საუკეთესოდ შეფასდა. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სოციალური დახმარების ოთხი მახასიათებლიდან საქართველომ სამ ინდიკატორში საუკეთესო შედეგი აჩვენა ესენია:ეფექტურობა, მოცვადობა და ადეკვატურობა. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მხარდაჭერისთვის და იმ წვლილისთვის, რომელიც საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს შეაქვთ, საქართველოში მდგრადი სოციალური დაცვის ჩამოყალიბების მიმართულებით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)