|
2022-11-07 12:54:27, 1771 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს საბაჟოდან რუსეთის დანიშნულებით გადაადგილებული დრონები უკან გააბრუნეს“ - IDFI-ს კვლევა
არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, კვლევის შედეგებს აქვეყნებს. IDFI-ის ინფორმაციით, კვლევის, სახელწოდებით "რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის აღსრულება საქართველოში" შედეგად გამოიკვეთა შემდეგი:
"რუსეთისათვის სანქციების დაწესებაზე საქართველოს ხელისუფლებამ საწყის ეტაპზევე უარი განაცხადა, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მომდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური საფრთხეებით იქნა ახსნილი. აღნიშნულმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ, ქვეყანას გაუჩინა მნიშვნელოვანი რეპუტაციული ვალდებულება, საქართველო არ ქცეულიყო რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების შესაძლებლობად. შესაბამისად, ამ მოცემულობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებული მოქმედებით და პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობით, უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის თუ საფინანსო სექტორის სანქციებისგან თავის არიდების ნებისმიერი მცდელობის აღკვეთა... ამასთან, ცალკეული შემთხვევებით, რომელიც დაკავშირებულია დრონების და სხვა მსგავსი პროდუქციის რუსეთში გადატანის მცდელობასთან, დასტურდება საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით ასეთი ტვირთების გადაზიდვის ინტერესი, რაც ზრდის შესაბამის რისკებს. კერძოდ, მსგავსი პროდუქციის საქართველოს გავლით რუსეთში მოხვედრა მიაყენებს საქართველოს მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს. აქედან გამომდინარე, IDFI მიიჩნევს, რომ შესაბამისმა უწყებებმა, როგორც მინიმუმ, უნდა უზრუნველყონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის აღსრულების შესახებ დეტალური სტატისტიკური ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა", - ნათქვამია IDFI-ის კვლევაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)