|
2022-11-07 12:34:42, 1109 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი - მოძიებული იქნა ახალი ექსპერტი, რომელიც დაადგენს რატომ მივიდა სააკაშვილის მდგომარეობა ასეთ უკიდურესობამდე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად უცხოეთიდან დამატებით სხვა ექსპერტები ჩაერთვებიან. ექსპრეზიდენტს კვლევას დისტანციურად ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტი ჩაუტარებს, ხოლო ხვალ, 8 ნოემბერს საქართველოს ბრიტანეთიდან მოწვეული ფსიქიატრი კორნელიუს კატონა ეწვევა. "უცხოელმა ექიმებმა თავიანთი კვლევები გამოაგზავნეს, დადგინდა თავის ტვინთან დაკავშირებული საკმაოდ რთული დიაგნოზები. ახალგაზრდა ადამიანია, დაპატიმრებამდე ეს დიაგნოზები არ ჭირდა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მოძიებული იქნა ახალი ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელსაც გადაეცა ეს მასალები, რათა დადგინდეს რატომ მივიდა სააკაშვილის მდგომარეობა ასეთ უკიდურესობამდე" ,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ. როგორც ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ჩვენი ამერიკელი კოლეგების ინფორმაციით და ცენტრი "ემპათიას" ექსპერტები დიდი ხანია ამას ამბობენ. წამყვანი აქ არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა და აუცილებელია დამატებითი დიაგნოზისთვის მიხეილ სააკაშვილის გაყვანა საზღვარგარეთ",- ცენტრ "ემპათიას" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)