|
2022-11-06 11:26:03, 1270 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა ვენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილა
იუსტიციის მინისტრმა ვენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკან ბრიგიტა ციოხლინგ-იუდისთან გამართულ შეხვედრაზე სამომავლო ერთობლივი პროგრამებისა და კვლევითი პროექტების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და ვენის უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც. გარდა ამისა, განხილულ იქნა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების ვენის უნივერსიტეტის პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობებიც. რატი ბრეგაძემ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო-ავსტრიის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმი აქტიური თანამშრომლობის მეტ შესაძლებლობებს ქმნის. ასევე, ვენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს იუტიციის სამინისტროს სამართლებრივ ჟურნალ „იუსტიციასა" და სამინისტროსთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭზე ისაუბრეს. მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობისა და აკადემიური წრეების ჩართულობით პროექტების განხორციელების იმედი გამოთქვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)