|
2022-11-06 10:45:12, 1991 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებით, უახლოეს კვირებში კარგ სიახლეებს ველით
უახლოეს კვირებში, უკრაინის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებით, კარგ სიახლეებს ველით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, გაიმართა უმაღლესი მთავარსარდლის სხდომა, სადაც ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს. "დეტალურად გავაანალიზეთ სიტუაცია ფრონტის ხაზზე - ყველა მიმართულებით, ენერგეტიკულ ფრონტზე, სიტუაცია საზღვრებზე. ჩვენ ვიცით რისთვის ემზადება მტერი. ჩვენ ვუპასუხებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას. ასევე საფუძვლიანად იქნა გაანალიზებული ყველაფერი, რაც ეხება თავდაცვის ძალების მიწოდების მხარდაჭერას. ეს არის აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა, კომუნიკაცია, ზამთრის ფორმები", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის თქმით, უკრაინას "უპილოტო ტერორის" წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი შედეგები აქვს და ახლა ქვეყანა ცის სრულად დაცვაზე მუშაობს. "ცალკე განიხილებოდა სარაკეტო და უპილოტო ტერორის წინააღმდეგ კონტრზომები - ამაში უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგებია. ჩამოგდების მაჩვენებელი გაიზარდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის ცის სრული დაცვა და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. უახლოეს კვირებში ჩვენ ველით კარგ სიახლეებს უკრაინის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებით", - განაცხადა ზელენსკიმ.
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)