|
2022-11-02 16:58:46, 1235 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია ჩეხეთში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დელეგაცია, ზურაბ აზარაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის სოციალური დაცვის ადმინისტრაციაში, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები, ჩეხეთის სოციალური დაზღვევის სისტემებს გაეცნენ. შეხვედრა შედგა, ჩეხეთის დასაქმების სააგენტოშიც, სადაც უწყების ორგანიზაციული სტრუქტურა განიხილეს. საუბარი შეეხო შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ხელშემწყობ მექანიზმებს. მხარეებმა ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ასევე ჩეხეთისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებიან. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)