|
2022-11-02 16:43:59, 1157 ნახვა
საზოგადოება
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გენერალური პროკურატურის ცნობით, სამუშაო შეხვედრაში, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სამართლის უზენაესობის პროგრამის, ევროპის საბჭოს და საერთო სასამართლოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ევროპის საბჭოს და სამართლის უზენაესობის პროგრამის (USAID) მხარდაჭერით გამართული შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოძიების და საქმისწარმოები დროს არსებული გამოწვევები. ასევე, ყურადღება გამახვილდა გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე და ამ მხრივ პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის ფარგლებში, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია. მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების საჭიროებასა და მათი განხორციელების სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)