|
2022-11-02 15:58:39, 1143 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა იაპონურ ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი იაპონია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად საქართველოში გამართულ იაპონურ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ბიზნესფორუმის მიზანი იაპონია-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და ფორუმის მონაწილე ქვეყნების ბიზნესწარმომადგენლებს შორის კავშირის დამყარება იყო. ნინო თანდილაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, მადლობა გადაუხადა იაპონიის საელჩოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისთვის და აღნიშნა, რომ იაპონიის მთავრობა წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებში. „საქართველომ და იაპონიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის (JCM) შექმნის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, იაპონია საქართველოსთან სათბური აირების ემისიების შემცირების მიმართულებით ითანამშრომლებს. საქართველო მიზნად ისახავს ახალ ტექნოლოგიებზე წვდომას და აქტივობების ეროვნულ დონეზე განხორციელებას. JCM-მა ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ქვეყნების კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სხვადასხვა გარემოსდაცვითი საკითხების მოსაგვარებლად“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებმა მდგრადი ბიზნესგარემოს, რეგიონის სავაჭრო პოტენციალსა და ენერგეტიკული და კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. ბიზნესფორუმი საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)