|
2022-11-02 12:04:59, 1196 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი მსოფლიო ბანკის გლობალურ დირექტორს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მსოფლიო ბანკის გლობალური დირექტორი ეწვია. მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი ურბანულ, კატასტროფების რისკის მართვისა და მდგრადობის საკითხებში მსოფლიო ბანკის გლობალურ დირექტორს - სამეჰ ვაჰბას შეხვდნენ. შეხვედრაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა მსოფლიო ბანკის გლობალურ დირექტორს სამსახურის მუშაობის სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებში არსებულ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს. ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ კრიტიკული ინფრასტრუქტურის შეფასების კვლევების შედეგებზეც, რომელიც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ობიექტებზე სეისმური რისკის ზეგავლენას გულისხმობს და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით საინტერესო და მნიშვნელოვან რეკომენდაციებს იძლევა. შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრას მსოფლიო ბანკის ურბანული ინფრასტრუქტურისა და კატასტროფების რისკის მართვის მენეჯერი - ქრისტოფ პუშია და კატასტროფის რისკის მართვის მთავარი სპეციალისტი - ტაფაძვა დუბე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)