|
2022-11-01 15:41:22, 1446 ნახვა
საზოგადოება
71 112-მა ფიზიკურმა პირმა 2022 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია უკვე წარადგინა
მიმდინარე მონაცემებით, 71 112-მა ფიზიკურმა პირმა 2022 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია უკვე წარადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "1-ელ ნოემბერს, ღამის 12:00 საათზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გამოიყენოთ დისტანციური წვდომის შესაძლებლობა და დროულად წარადგინოთ 2022 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დეტალური ინფორმაცია, ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, ასევე, ვიდეოინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2022 წლის დეკლარაციის წარდგენა ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსება ვებგვერდის მეშვეობით ფიზიკური პირებისთვის საკუთარი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://rs.ge/PersonsTaxes?cat=2&tab=1 კითხვა-პასუხი https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)