|
2022-11-01 15:19:41, 1224 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მდგრადი განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სამე ნაგუიბ ვაბას და მსოფლიო ბანკის ურბანული განვითარების, ბუნებრივი კატასტროფების მართვისა და მიწის რეფორმების მიმართულების ხელმძღვანელს, კრისტოფ პუშს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის, ხაზი გაესვა ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის პროგრამის დაწყების მნიშვნელობას. ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე და მომავალი წლის ფისკალურ პარამეტრებზე. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მსოფლიო ბანკი გააგრძელებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)