|
2022-10-31 13:51:46, 1213 ნახვა
საზოგადოება
გაერო-ს ბავშვთა ფონდი საქართველოს საჯარო სივრცეებში არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გაერო-ს ბავშვთა ფონდი საქართველოს საჯარო სივრცეებში არსებულ ბავშვების უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გაერო-ს განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია ყურადღებას ამახვილებს საჯარო სივრცეებში უსაფრთხოების არსებულ ნორმებსა და სტანდარტებზე თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებსა და დასახლებებში, სადაც ბავშვებს შეიძლება, საფრთხე დაემუქროს. „გაერო-ს ბავშვთა ფონდი გამოხატავს წუხილს საქართველოს საჯარო სივრცეებში არსებულ ბავშვების უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. ჩვენი შეშფოთება მოჰყვა 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკული შემთხვევას, რომლის შედეგად სერიოზულად დაშავდა სამი ბავშვი, ერთი კი გარდაიცვალა. ეს ტრაგედია ყურადღებას ამახვილებს საჯარო სივრცეებში უსაფრთხოების არსებულ ნორმებსა და სტანდარტებზე თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებსა და დასახლებებში, სადაც ბავშვებს შეიძლება, საფრთხე დაემუქროს. ქალაქის დაგეგმარებაში ყველა ქალაქმა უნდა უზრუნველყოს ბავშვებისთვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უსაფრთხო, ინკლუზიური საჯარო და მწვანე სივრცეები, სადაც ისინი შეძლებენ შეკრებას და გარე აქტივობებში ჩართვას. ნორმები და სტანდარტები, განსაკუთრებით საჯარო ინფრასტრუქტურის ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით, უნდა უზრუნველყოფდეს მომხმარებლების დაცვას, ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისთვის, მათ შორის, ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისთვის, ასევე უზრუნველყოფდეს მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვას. ბავშვზე მორგებული ქალაქდაგეგმარება იწყება იმის გაგებით, თუ როგორ შეუძლია ქალაქს, ხელი შეუწყოს და გააძლიეროს ბავშვების განვითარება. ვინაიდან თამაშის უფლება ფუნდამენტურია ბავშვის განვითარებისთვის, საჯარო სივრცეები უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო გარემოს ბავშვებისთვის თამაშის ან გარე აქტივობების დროს. ბავშვზე მორგებული ქალაქის დაგეგმარება ფოკუსირებულია საზოგადოების უსაფრთხოების გაზრდაზე გარემოსდაცვითი დაგეგმვის, დიზაინისა და ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ის ითვალისწინებს განათების, ლანდშაფტის, ხილვადობის, ბუნებრივი ხელმისაწვდომობის, მეთვალყურეობის გაუმჯობესებასა და სხვა ფაქტორებს, რომლებიც გამორიცხავს დანაშაულის ჩადენას და ხელს უწყობს სივრცის საჯარო გამოყენებას, ასევე უსაფრთხო მარშრუტების უზრუნველყოფას სკოლამდე და უკან“, - აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის ღასან ხალილის განცხადებით, გაერო-ს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებას, თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სპეციალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან კოორდინირებულად, გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება საჯარო სივრცეში და ხელი შეუწყონ ბავშვების გადარჩენის, თამაშის, დასვენებისა და განვითარების უფლების დაცვას. „ამ ტრაგიკული შემთხვევიდან საჭიროა შესაბამისი გაკვეთილების გამოტანა. ზედმიწევნით უნდა იქნას შესწავლილი უსაფრთხოების ზომები არსებულ საჯარო სივრცეებში და აშენდეს ახალი სივრცეები ბავშვებზე მორგებული ქალაქდაგეგმარების პრინციპების დაცვით. მსგავსი ტრაგედიები რომ აღარ განმეორდეს, საქართველოს ქალაქები ბავშვებზე მორგებული უნდა იყოს“, - განაცხადა ხალილმა.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)