|
2022-10-29 15:45:21, 1619 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში „მესაქონლეობის ექსპო 2022“ ჩატარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მესაქონლეობის გამოფენას „მესაქონლეობის ექსპო - Cattle Expo 2022“ დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგი ხანიშვილმა ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას მესაქონლეობისა და რძის ინდუსტრიის განვითარებისა და დარგის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. „დღევანდელ გამოფენას ვულოცავ მის მონაწილეებს, ზოგადად ქართველ ფერმერებს და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები ვითარდება წარმატებით. ამ გამოფენაზე ჩვენ ვნახეთ ქართველი ფერმერების ბევრი მიღწევა. ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ამერიკის სოფლის განვითარების დეპარტამენტს (USDA), რომლის პროექტის ფარგლებშიც ტარდება ეს გამოფენა“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა. მათივე ცნობით, ღონისძიებას აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ესწრებოდა. ექსპოს ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა პირუტყვის გამოფენა-შეჯიბრი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა. ასევე მონაწილეობდნენ მესაქონლეობის სექტორში ჩართული ფერმერები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამმუშავებლები და სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი კომპანიები. გამოფენის მიზანია ქვეყანაში რძის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა საქონლის ჯიშების პოპულარიზაცია და მესაქონლეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციისა და შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის ორგანიზებით. ღონისძიების პარტნიორია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში’’, რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)