|
2022-10-28 15:17:52, 1479 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო მედიის შეზღუდვას ცდილობს და ჟურნალისტებს რეგულაციებს უწესებს
საქართველოს საპატრიარქო მედიის წარმომადგენლებს რეგულაციებს უწესებს. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დეკანოზი ამბობს, რომ მედიის შეზღუდვის მცდელობა კანონის ფარგლებში ხდება, შესაბამისად საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, ჟურნალისტებს ექნებათ გამოყოფილი სივრცეები, დასჭირდებათ აკრედიტაცია, რითაც გადაწყდება შეძლებენ თუ არა დასწრებას. "სვეტიცხოველში რაც მოხდა, ბოლო სვეტიცხოვლობას ეს იყო ბოლო წერტილი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რაზეც ვიკავებდით თავს. უკანასკნელ წლებში, არცერთ რელიგიურ გაერთიანებას არ შემქნია ისეთი წინააღმდეგობა, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიას. საპატრიარქო არ მიუმართავს იმ კანონიერი საშუალებისთვის, რომელზეც შეუძლია პირმა ან ორგანიზაციას ცილისწამების ან რეპუტაციული ზიანის შემთხვევაში. ბოლო მოვლენები ცხადყოფს, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხშირად ხდება სასულიერო პირებისთვის ინტერვიუზე მიმართვა მსახურების წინ. უარის მიღება კი, ჟურნალისტის გაღიზიანების საფუძველი ხდება. სასულიერო პირისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ წირვაზე შევიდეს აუღელვებლად. საპატრიარქო პატივს სცემს ნებისმიერ ჟურნალისტს და ამიტომაც გამოყავით სპეციალური სივრცე, მიუხედავად ამისა "ფორმულას" და "მთავარი არხის" ჟურნალისტებმა უარი განაცხადეს მათთვის გამოყოფილი სივრცე დაეკავებინათ და ამ ადგილს გალია უწოდეს. მეტიც, განაცხადეს რომ სასულიერო პირებს თმენის ვალდებულება აქვთ. საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით, მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის გამოყენების უფლებასაც გულისხმობს. ამრიგად, საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას გააკონტროლოს ჟურნალისტების დასწრების საკითხი",- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)