|
2022-10-28 15:15:30, 1035 ნახვა
საზოგადოება
ილია ღუდუშაური - მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას ფარმაცევტულ ბაზარზე დადებითი ეფექტი ექნება და ეს წამლებს ძალიან გააიაფებს
„მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას ფარმაცევტულ ბაზარზე ძალიან დადებითი ეფექტი ექნება და ეს წამლებს ძალიან გააიაფებს", - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა. „რეფორმის პირველი ნაწილი უკვე გავაცანით ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს. ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბებულია. ჩვენ სექტორისგან კონკრეტულ შეკითხვებსა და შენიშვნებს ველოდებით. ვფიქრობ, რომ გეგმის მიხედვით რეფორმა 1-ლი იანვრიდან გაეშვება. რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება. ამის შემდეგ, დავაკვირდებით მის მიმდინარეობას და გეგმის მიხედვით, ყველა მედიკამენტზე რომელიც საქართველოში იქნება რეგისტრირებული განსაზღვრული იქნება მაქსიმალური ზედ ზღვარი. ეს რეფერენტული ქვეყნებისა და სტატისტიკის ანალიზის საფუძველზე მოხდება. ცვლილებას ფარმაცევტულ ბაზარზე ძალიან დადებითი ეფექტი ექნება და ეს მედიკამენტებს ძალიან გააიაფებს", - განაცხადა ილია ღუდუშაურმა. რეფერენტული ფასების მექანიზმის შემუშავების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობენ. ცვლილების მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და კეთილსინდისიერი მარკეტინგის უზრუნველყოფაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)