|
2022-10-28 10:25:36, 1619 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში 4 წლის ბავშვს ავტობუსი შეეჯახა - მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა
რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. მედიის ცნობით, მშენებელთა ქუჩაზე, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ მცირეწლოვან ბავშვს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა. მცირეწლოვანი ადგილზე მყოფმა პირებმა საკუთარი ავტომობილით, გარდაბანში "ჯეო-ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, თუმცა ექიმის ინფორმაციით, ის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. "უბედური შემთხვევის ადგილიდან შემოიყვანეს პაციენტი, რომელსაც არცერთი სასიცოცხლო ნიშანი არ ჰქონდა. იყო გარდაცვლილი", - ამბობს მორიგე ექიმი, რაგილია მამედოვა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს წარმომადგენლები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)