11:41 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 09:54:11, 887 ნახვა

მსოფლიო
თუ ის ამას არ აპირებს, რატომ აგრძელებს ამაზე ლაპარაკს? - ბაიდენი პუტინის განცხადებებზე ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებებზე, რომ რუსეთი არ აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინაში.

„თუ ის არ აპირებს ამის გაკეთებას, რატომ აგრძელებს ამაზე ლაპარაკს? რატომ საუბრობს ის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე? მას აქვს ძალიან სახიფათო მიდგომა სიტუაციისადმი, ”- თქვა ბაიდენმა ტელეკომპანია Newsnation-ისთვის მიცემულ კომენტარში.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინს „შეიძლება ამ ყველაფრის დასრულება უკრაინიდან უბრალოდ გასვლით“.

27 ოქტომბერს ვალდაის სადისკუსიო კლუბის შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს „არ სჭირდება“ უკრაინაზე ბირთვული დარტყმის განხორციელება. „ჩვენ არანაირი აზრი არ გვაქვს, არც პოლიტიკური და არც სამხედრო“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

სექტემბერში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ საფრთხე დაემუქრება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. შემდეგ მან ხაზი გაუსვა, რომ ეს "ბლეფი არ იყო". ცოტა ხნის შემდეგ რუსეთმა ოთხი უკრაინის რეგიონის ანექსია გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და რუსეთმა ამერიკელი ინვესტორის მონაწილეობით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აღდგენის საკითხი განიხილეს
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს
პროდუქტებზე ფასდაკლების პორტალი Ekalata.gov.ge უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშია ხელმისაწვდომი
ახლად შექმნილი გასტრონომიის სააგენტოს ბიუჯეტი მომავალ წელს ₾5.74 მილიონი იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics