21:14 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 11:21:41, 1396 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ჩოხატაურში სანერგე მეურნეობა გაფართოვდა

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, განაგრძობს პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, განსაკუთრებით რეგიონებში. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, ჩოხატაურის რაიონში სანერგე მეურნეობა გაფართოვდა. ბანკის ინვესტიცია 10 200 ლარს შეადგენს, რომელიც სანერგეების  შეძენას მოხმარდა.

„ჩვენი მეურნეობა 1 ჰა-ზეა გაშენებული და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სანერგე მეურნეობის გაფართოვება შევძელით. ჩვენი პროდუქციის რეალიზება ხდება დასავლეთ საქართველოს ქალაქებში და წლიურად დაახლოებით 5000 ცალი ხეხილის ნერგი იყიდება. სამომავლოდ, მეურნეობის კიდევ უფრო გაფართოვებას და განვითარებას ვაპირებთ“- განაცხადა მცირე მეწარმემ, თეიმურაზ გუდავაძემ.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კიდევ ერთ მეწარმეს, რომელმაც  ჩოხატაურში სანერგე მეურნეობა გააფართოვა.  ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ აგრომიმართულების მხარდაჭერას, რადგან მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი ეხმარება მეწარმეს, არ გაჩერდეს და მიეცეს მოტივაცია კიდევ უფრო მეტი აკეთოს, ეს კი რეგიონს კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics