11:44 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 10:52:29, 1196 ნახვა

მსოფლიო
მარგარიტა სიმონიანი - სომხეთში ჩასვლა ამიკრძალეს

სომხეთში ჩასვლა ამიკრძალეს,- ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტი, სამთავრობო ტელეარხი Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი საკუთარ Telegram-ზე წერს.

სიმონიანი გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო დუმაში დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტის ზატულინის ამბავს, რომლის ვიზიტიც სომხეთში "არასასურველად" მიიჩნიეს.

„კონსტანტინ ზატულინს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა სომხეთს მხარს, სომხეთის ამჟამინდელმა უფროსმა სომხეთში შესვლა აუკრძალა. სხვათა შორის, მეც”,- წერს სიმონიანი.

აღსანიშნავია, რომ სიმონიანისთვის დაწესებული აკრძალვის შესახებ სომხეთის მთავრობას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ცნობისთვის, 25 ოქტომბერს ზატულინმა გამოაქვეყნა სომხეთის პარლამენტისგან მიღებული წერილი, რომლის მიხედვითაც, მისი ბოლო განცხადებები ერევნისა და მოსკოვის მეგობრული და სამოკავშირო ურთიერთობის განვითარებას ზიანს აყენებს და მისი სომხეთში ჩასვლა არაა სასურველი. ზატულინი ბოლო პერიოდში სომხეთის მთავრობას აქტიურად აკრიტიკებდა.

ზატულინი ახლო მომავალში ერევანში ჩასვლას და ლაზარევის კლუბის შეხვედრაში მონაწილეობას აპირებდა. ეს არის სომხეთისა და რუსეთის საზოგადოების წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და რუსეთმა ამერიკელი ინვესტორის მონაწილეობით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აღდგენის საკითხი განიხილეს
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს
პროდუქტებზე ფასდაკლების პორტალი Ekalata.gov.ge უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშია ხელმისაწვდომი
ახლად შექმნილი გასტრონომიის სააგენტოს ბიუჯეტი მომავალ წელს ₾5.74 მილიონი იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics