11:43 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 09:28:27, 1107 ნახვა

მსოფლიო
„ბრიტანეთის მხარდაჭერა იქნება უცვლელი“ - ზელენსკისა და რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდენტსა და ბრიტანეთის ახლად დანიშნულ პრემიერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. აღნიშნულ ინფორმაციას დაუნინგ სტრიტის პრესმდივანი ადასტურებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სატელეფონო საუბარში რიში სუნაკმა დაარწმუნა ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი იქნება და მას შეუძლია უცვლელი სოლიდარობის იმედი ჰქონდეს.

საუბრის თემებს შორის იყო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მუშაობა უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მუდმივი ზეწოლა „პუტინის ბარბაროსულ რეჟიმზე ეკონომიკური სანქციების გაგრძელების გზით“.

პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მილოცვის საპასუხოდ, რიში სუნაკმა ზელენსკისთან იმედი გამოქვა, რომ ერთმანეთს „პირადად მალე შეხვდებიან“.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს, ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ყოფილ ფინანსთა მინისტრს რიში  სუნაკს მთავრობის შექმნა სთხოვა.

სუნაკი პოლიტიკაში 2015 წლიდან აქტიურად არის ჩართული და პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე მან მოახერხა ეკოლოგიის პარლამენტის კომიტეტში და საბინაო და ფინანსთა სამინისტროში მუშაობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და რუსეთმა ამერიკელი ინვესტორის მონაწილეობით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აღდგენის საკითხი განიხილეს
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს
პროდუქტებზე ფასდაკლების პორტალი Ekalata.gov.ge უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშია ხელმისაწვდომი
ახლად შექმნილი გასტრონომიის სააგენტოს ბიუჯეტი მომავალ წელს ₾5.74 მილიონი იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics