|
2022-10-25 10:03:22, 1174 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი მეფე ჩარლზს შეხვდება და მოსახლეობას პირველად მიმართავს
ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი, რიში სუნაკი ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზს შეხვდება და პრემიერ-მინისტრის რანგში მოსახლეობას პირველად მიმართავს. რიში სუნაკი, რომელიც თანამდებობაზე მოწინააღმდეგეს გარეშე იბრძოდა, ისტორიაში გახდა ბრიტანეთის პირველი ინდოელი წარმოშობის პრემიერ-მინისტრი. როგორი იქნება დღევანდელი დღის წესრიგი? ყოფილი პრემიერ მინისტრი ლიზ ტრასი გამართავს გამოსამშვიდობებელ შეხვედრას თავის კაბინეტთან, დაუნინგ სტრიტში. შემდეგ ის გამართავს შეხვედრას მეფე ჩარლზთან ბუკინგემის სასახლეში, სადაც იგი ოფიციალურად გადადგება. მეფესთან შეხვედრის შემდეგ, ჩარლზ მესამე დანიშნავს სუნაკს ქვეყნის მომავალ პრემიერ მინისტრად და მას ადმინისტრაციის შექმნას სთხოვს. ადგილობრივი დროით დილის 11:35 საათზე, რიში სუნაკი პირველად მიმართავს მოსახლეობას. სუნაკი იქნება დიდი ბრიტანეთის მე-5 პრემიერ მინისტრი ექვსი წლის განმავლობაში. მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მას შემდეგ მოხდა, რაც ლიზ ტრუსმა 20 ოქტომბერს ბრიტანეთის 56-ე პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 5 სექტემბერს გახდა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ბორის ჯონსონი შეცვალა. ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს პარტიის 173 000-მდე წევრიდან 81 326-მა დაუჭირა მხარი. მისმა მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, რიში სუნაკმა კი 60 399 ხმა მიიღო. ამას წინ უძღოდა 6 ივნისი, როდესაც დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრებმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადეს და მას თანამდებობის დატოვება მოუწია.
გორდულაძე – ევროპარლამენტმა უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა
ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ
გიორგი შარაშიძე – ქართული ოცნების ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი
თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, სატვირთო მანქანების სადგომზე მეწყერი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)