11:04 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 17:36:11, 833 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში გამწვანების აქცია ჩატარდა

საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდ დიღომში, გამწვანების აქცია ჩატარდა. აღნიშნული ტერიტორია საბავშვო ბაღ „ხუთკუნჭულასთან“ მდებარეობს და  თბილისის მერის გადაწყვეტილებით, მისი ადგილმონაცვლეობა განხორციელდა. 

მერიის ცნობით, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არიზონას კიპარისის ჯიშის 150 ძირი ნერგი დაირგო, რომელიც დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა  საბურთალოს გამგეობას გადასცა. 

გამწვანების აქციაში საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ, ბაღ  „ხუთკუნჭულას“ აღსაზრდელებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. ასევე, გამწვანების აქციაში თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიის გამწვანება, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო და მერის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის აქტიურობით და საკრებულოს ჩართულობით, ტერიტორია დაუბრუნდა ქალაქს. მიხარია, რომ საბავშვო ბაღის ბავშვებთან ერთად ვამწვანებთ ტერიტორიას. ისინი სწავლობენ გარემოზე ზრუნვას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: აშშ-მ მაიამის შეხვედრა პუტინთან შეთანხმებების დასაფარად გამოიყენა
ტრამპმა პუტინთან შეთანხმებას მიაღწია მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მისი მოთხოვნები უგულებელყო - Axios
ზელენსკიმ აშშ სისუსტეში დაადანაშაულა
აშშ-მ რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე სანქციები 7 აპრილამდე მოხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics