|
2022-10-23 12:00:02, 1308 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს დანაყოფების ხელმძღვანელი პირები აშშ-ში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ
„პოლიციის ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ (IACP) ორგანიზებითა და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ხელშეწყობით, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ დალასში, საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა გაიმართა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია დაესწრო. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - გრიგოლ ბესელია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - ლაშა გოგნიაშვილი, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის უფროსი- მარიამ ჭიკაიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი, ირინა აბრამიშვილი. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ისეთ თემატურ ტრენინგებსა და სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში, როგორიცაა: მაღალი ხილვადობის მოვლენების შემთხვევების შესწავლა; საზოგადოებისა და პოლიციის ჩართულობა; კრიტიკული ინციდენტების მართვა და კრიტიკულ ინციდენტებზე რეაგირება; ინოვაციები პოლიციაში; ოფიცრის უსაფრთხოება და კეთილდღეობა; ორგანიზაციული კულტურა და ლიდერის უნარების განვითარება; საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კვეთა; ძალადობრივი დანაშაული და ა.შ. დელეგაციის წევრები ასევე დაესწრნენ გამოფენას, სადაც მოინახულეს უახლესი ინოვაციები სამართალდაცვით სფეროში, მათ შორის - პრაქტიკული ექსპონატები, უწყვეტი საგანმანათლებლო სივრცეები, უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციები, ტაქტიკური აღჭურვილობა, სატრანსპორტო საშუალებები, სადაზვერვო ტექნოლოგიები და სხვ. „პოლიციის ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ ყოველწლიური კონფერენცია და გამოფენა წარმოადგენს წლის ყველაზე დიდ და მასშტაბურ ღონისძიებას სამართალდაცვით სფეროში, რომლის ფარგლებშიც 16000-ზე მეტი სამართალდამცველი ხვდება ერთმანეთს, უზიარებს გამოცდილებას, ეცნობა ახალ ტექნიკებსა და ტენდენციებს, იუმჯობესებს საკუთარ ცოდნასა და კომპეტენციას. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)