|
2022-10-22 13:28:15, 873 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ საერთაშორისო პროფესიულ ტესტირებაში უმაღლესი შეფასება მიიღო
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა საერთაშორისო პროფესიულ ტესტირებაში უმაღლესი შეფასება მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიისა და ენტომოლოგიის ლაბორატორიების სპეციალისტებმა, საერთაშორისო ტესტირება წარმატებით გაიარეს. „საკვალიფიკაციო ტესტირების მიზანია, დაამტკიცოს, რომ ლაბორატორიას შეუძლია ტესტირების პანელში მოცემული დავალების ზუსტი იდენტიფიკაცია, რაც მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 100%-ით შეასრულეს. პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პანელი მომზადდა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადმოიგზავნა ჩეხეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტის (UKZUZ) მიერ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)